სიახლეები
21 ივლის, საქართველოს უნივერსიტეტმა 2016 წლის კურსდამთავრებულების გრანდიოზულ ცერემონიალს უმასპინძლა.
გარდა ოფიციალური ნაწილისა, საღამო გამოირჩეოდა საპატიო სტუმრებით, მუსიკის აკადემიის მიერ ორგანიზებული კონცერტით, ახალგაზრდა შემსრულებლების - გიორგი სუხიტაშვილის, ცირა კობიაშვილის და მალიბუს მონაწილეობით და სხვა სიურპრიზებით.
2016 წლის კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა რეჟისორმა ლევან წულაძემ. წელს, საქართველოს უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება ქართველ მწერალს, ბ-ნ გურამ დოჩანაშვილს მიანიჭა.
წლევანდელი ღონისძიება იმითაც გამოირჩეოდა, რომ საქართველოს უნივერსიტეტი პირველად დაამთავრეს საერთაშორისო სტუდენტებმა.
საღამო ულამაზესი ფოიერვერკითა და ქუდების აყრით დასრულდა.